ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენდი ძლიერდება


An historic ferry boat named the Binghamton is swamped by the waves on the Hudson River in Edgewater, N.J., Monday, Oct. 29, 2012 as Hurricane Sandy lashed the East Coast.

პრეზიდენტმა ობამამ მოსახლეობას მიმართა და ქარიშხლის საფრთხის გამო სიფრთხილისკენ მოუწოდა

ქარიშხალი "სენდი" გაძლიერდა და შეერთებული შტატების აღმოსავლეთ შტატებს უახლოვდება. რეგიონს ბოლო წლების განმავლობაში მსგავსი მასშტაბის ქარიშხალი თავს არ დასტყდომია. "სენდი" ძლიერი წვიმის და ქარის სახით ამერიკის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რეგიონს ემუქრება.

ორშაბათს, ვაშინგტონიდან ნიუ იორკამდე მდებარე რამდენიმე შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დაიხურა მეტრო სადგურები, აეროპორტები და რკინიგზა. მილიონობით ადამიანი სამსახურში ვერ წავიდა და სახლში მოუწია დარჩენა. ქარიშხალი "სენდის" მაქსიმუმი სიჩქარე საათში 150 კილომეტრია.

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საარჩევნო კამპანია შეწყვიტა და თეთრი სახლიდან სტიქიის განივთარებას აკვირდება. პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა და ქარიშხლის საფრთხის გამო სიფრთხილისკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG