ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ


ქარიშხალმა სენდიმ ერთი წლის წინ ნიუ იორკის სანაპიროს 150 კილომეტრიან ზოლზე 97 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:23 0:00
ბმული
პატრიცია დრეში მორწმუნე ადამიანია. იგი ერთი წელია ეკლესიის მრევლის ბინაში ცხოვრობს, საკვებით და ტანსაცმლით კი მეგობრები და მეზობლები ეხმარებიან.

პატრიცია სიკვდილს მხოლოდ იმით გადაურჩა, რომ სატელეფონო კაბელებს ხელით ჩაეჭიდა. მისი მეუღლე და უმცროსი ქალიშვილი 13 წლის ანგელა კი, ქარიშხლის დროს დაიღუპნენ.

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ 13 წელი მისი ბოლო დაბადების დღე იქნებოდა.“

სამივე ოჯახის წევრი ქარიშხალ სენდის დროს მეორე სართულის აბაზანას აფარებდა თავს. სწორედ ამ დროს პატრიციას სახლამდე აღელვებული ოკეანის ტალღებმა მიაღწია:

„უცებ კედელი ჩამოიშალა და სამივენი ეზოში გადავცვივდით. წყალი ბოლომდე გვფარავდა. ჩამონგრეული სახლის სახურავი თავზე დაგვეცა. სწორედ მაშინ გამისხლტდა ჩემი გოგონა ხელიდან.“

დრეშის მეორე ქალიშვილი ჯონ ენ მოიერი სტეიტენ აილენდში სენდის ერთი წლისთავზე ჩამოვიდა, მას სურს ეს მძიმე დღე დედასთან ერთად გაატაროს.

„აქ სამზარულო იყო, აქ კი ორი აივანი გვქონდა“ - სინანულით იხსენებს ჯო ენი.

ჯო ენი ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილში ცხოვრობს, მაგრამ მშობლიური სახლზე მოგონებები არ ასვენებს:

„მინდა, ეს ადგილი სტიქიით დაღუპულთა მემორიალად იქცეს. იმედი მაქვს, რომ აქ მომავალში არავინ იცხოვრებს. ჩემთვის ეს წმინდათაწმინდა ადგილია. ძალიან მიყვარდა ეს სახლი, ფანჯარას შევხსნიდი და ტალღების ხმაურით ვტკბებოდი.“

ნიუ იორკის მთავრობის დახმარების პროგრამის მიხედვით, პატრიცია დრეშის ოჯახს დანგრეული სახლის ფასი სრულად აუნაზღაურდა. ცოტა ხანში ჯონ ენი და პატრიცია ახალ სახლში გადავლენ.

„ჩემს ოჯახზე ყოველ დღე ვფიქრობ. ერთი წლისთავზე სახლის ფული მომცეს და ვცდილობ ახალი ცხოვრება დავიწყო. საკუთარ თავს გამუდმებით ვარწმუნებ, რომ ახალი ცხოვრებისთვის მზად ვარ, მაგრამ ძალზე მიმძიმს. მე ხომ ფიქრის და ტირილის გარეშე ერთი დღეც კი არ მიცხოვრია .“

ქარიშხალმა სენდიმ ერთი წლის წინ ნიუ იორკის სანაპიროს 150 კილომეტრიან ზოლზე 97 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სტიქია 24 შტატზე გავრცელდა და ფინანსურმა ზარალმა 65 მილიარდს დოლარს მიაღწია.
XS
SM
MD
LG