ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონმა რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციები მიიღო


დღეს, ტრამპის ადმინისტრაციამ, 38 რუსი პირის და კომპანიის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ გამოაცხადა. ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ეს იმ პასუხის ნაწილია, რომელიც მსოფლიოში „რუსეთის მავნე ქმედებების სქემას“ მოჰყვა.

სანქციები შვიდ რუს ოლიგარქს შეეხება - მათ შორის, ოლეგ დერიპასკას, ალუმინის მაგნატს და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირეს - და 12 კომპანიას, რომელსაც ისინი ფლობენ ან აკონტროლებენ. ამ ჩამონათვალში, ასევე, შედის რუსეთის ხელისუფლების ჩვიდმეტი მაღალჩინოსსანი და იარაღის სავაჭრო რუსული კომპანია.

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ სანქციები მხოლოდ ერთი მოვლენის ან საკითხის საპასუხოდ არ დაწესებულა. ჟურნალისტებთან საუბრისას მათ დაასახელეს რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაცია, აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაცია, სირიაში ბაშარ ალ-ასადის მთავრობის მხარდაჭერა, მოსკოვის უწყვეტი ბოროტი კიბერ-აქტიურობა და დასავლეთის დემოკრატიების ძირგამოსათხრელად რუსეთის უწყვეტი თავდასხმები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG