ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახაროვის სახელობის ჯილდო ორ იეზიდ ქალს გადაეცა


ევროპის პარლამენტის სახაროვის სახელობის თავისუფლების ჯილდო ორ იეზიდ ქალს გადაეცა, რომლებიც 2014 წელს დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” გაიტაცა.

ნადია მურადი და ლამის ჰაჯი ბაშარი იმ ათასობით ქალს შორის იყვნენ, ვინც დაჯგუფების ფიზიკური თუ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ერაყის ჩრდილო-დასავლეთის სოფელ სინჯარიდან ისინი 2014 წლის ზაფხულში გაიტაცეს.

ყოფილი ტყვეები ახლა რეგიონის ქალების დაცვისთვის და იეზიდების გენოციდის აღიარებისთვის იბრძვიან.

საბჭოთა დისიდენტის ანდრეი სახაროვის სახელობის ჯილდო ყოველწლიურად ადამიანის უფლებების დამცველებს გადაეცემათ.

XS
SM
MD
LG