ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო ჩემპიონატი სამხრეთ აფრიკაში რასობრივ შემრიგებლობას ხელს უწყობს


美國海軍兩棲塢式運輸艦紐約號USS New York (LPD 21) 9月8日進入紐約市。遠景是自由女神像。
美國海軍兩棲塢式運輸艦紐約號USS New York (LPD 21) 9月8日進入紐約市。遠景是自由女神像。

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა სამხრეთ აფრიკისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რასობრივი შემრიგებლობის კონტექსტში.

აფრიკაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისკენ მიმავალი გზა ხანგრძლივი და გამოწვევებით აღსავსე იყო მასპინძელი ქვეყნისთვის. 45-მილიონიანი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისთვის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა უაღრესად მნიშვნლოვანი ნაბიჯია ეროვნული აღმშენებლობისკენ მას შემდეგ რაც ქვეყანამ რეპრესიებისა და უსამართლობის ათწლეულები განვლო.

ექვსი წლის წინ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა გახდა პირველი აფრიკული ქვეყანა, რომელმაც ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მოიპოვა.

მაშინ ციურიხში გამოსვლისას ფეხბურთის მსოფლიო ფედერაციის ფიფას ხელმძღვანელმა სეპ ბლატერმა განაცხადა:

„2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სამხრეთ აფრიკაში გაიმართება!“

ქვეყნის პოსტ-აპარტეიდული პერიოდის პირველმა პრეზიდენტმა ნელსონ მანდელამ ამ პრესტიჟული სასპორტო ღონისძიების მასპინძლობის უფლების მოპოვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მისთვის ხომ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი რასობრივი შუღლისა და კონფლიქტის ათწლეულების შემდეგ შემრიგებლობის შესანიშნავ შესაძლებლობას წარმოადგენს.

ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის თავჯდომარე, თავად ყოფილი ფეხბურთელი და აპარტეიდის წინააღმდეგ მებრძოლი დენი ჯორდანი ამ ინიციატივას თავიდანვე ჩაუდგა სათავეში. მისი თქმით:

„1990 წლის შემდეგ, როცა მანდელა ციხიდან გამოვიდა, ჩვენ დავინახეთ ახალი სამხრეთ აფრიკის დასაწყისი. ხოლო 1994 წლის არჩევნების შემდეგ ჩვენ ახალი დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობა მოგვიხდა.“

ჯორდანი და სხვა ოფიციალური პირები 1994 წელს შეერთებულ შტატებში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დროს შეხვდნენ. მათ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადის შეტანა გადაწყვიტეს.

სამხრეთ აფრიკას მხოლოდ ერთი ხმა დააკლდა და მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება გერმანიან მოიპოვა, მაგრამ ჯორდანი აღნიშნავს, რომ ამან მხოლოდ გააძლიერა გუნდის განზრახვა. ამასთან დაკავშირებით იგი აღნიშნავს:

„ჩვენ უდავოდ საკმაოდ რთული გზა გავიარეთ. თავდაპირველად ჩვენ ხალხის დარწმუნება მოგვიხდა სერიოზული კანდიდატების რეპუტაციის მოსაპოვებლად. შემდეგ ირონიულად ჩვენ გერმანიას მხოლოდ ერთი ხმით დავუთმეთ და ამის გამო მსოფლიომ გამოიტანა დასკვნა, რომ სამხრეთ აფრიკა ღირსეული კანდიდატია.“

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვების შემდეგ სამხრეთ აფრიკის მთავრობამ დაიწყო საჭირო ინფრასტრუქტურის მასიური მშენებლობა.

სამხრეთ აფრიკის მთავრობამ საფეხბურთო სტადიონებში, სატრანსპორტო ქსელში, უსაფრთხოებასა და კავშირგაბმულობაში მილიარდობით დოლარი დააბანდა.

მაგრამ სამხრეთ აფრიკელ ორგანიზატორებს თითქმის ყოველთვის უხდებოდათ სკეპტიკოსებთან გამკლავება, რადგან ბევრს ეჭვი ეპარებოდა, რომ ქვეყანა შესძლებდა ჩემპიონატის ორგანიზებას, სტადიონების მშენებლობის დასრულებას, სატრანსპორტო ქსელის დროულად მწყობრში შეყვანასა და ათასობით უცხოელი ფეხბურთის გულშემატკივრის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

მაგრამ ორგანიზატორებს ამაში ეჭვი არასდროს შეპარვიათ, როგორც ეს ბატონმა ბლატერმა ექვსი თვის წინ ქალაქ კეიპტაუნში საფეხბურთო გუნდების განაწილების დროს აღნიშნა:

„თქვენ მზად ხართ. მე მზად ვარ. აფრიკა მზად არის. სამხრეთ აფრიკა მზად არის.“

„ჩვენ ვართ ერი, რომლის წარსული გაყოფილია. ეს არის წარული კონფლიქტისა, წარსული შიშისა. ამდენად ახალი ერთიანი და არა-რასობრივი სამხრეთ აფრიკის მშენებლობა ეკონომიკური ზრდის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის მეოხებითაც ჩვენ გავაღრმავებთ და გავაძლიერებთ დემოკრატიას ჩვენ ქვეყანაში,“ აღნიშნავს ჯორდანი.

იგი აღნიშნავს, რომ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი და სხვა მნიშვნელოვანი სასპორტო ღონისძიებები რასობრივ შემრიგებლობას ხელს უწყობს.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ალბათ ის არის, რომ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა უზარმაზარი მიღწევის გრძნობას დაუტოვებს ყველას, ვისაც არასდროს ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ აფრიკამ მსოფლიო ასპარეზზე საკუთარი ადგილი დაიმსახურა.

XS
SM
MD
LG