ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წამყვანი პალესტინელი მომლაპარაკებელი ერეკატი გარდაიცვალა


კოვიდ-19-ით დაინფიცირების შემდეგ, რასაც არსებული სამედიცინო მდგომარეობის გართულებები მოჰყვა, საებ ერეკატი, ისრაელთან მაღალი რანგის პალესტინელი მომლაპარაკებელი გარდაიცვალა. მან იერუსალიმის საავადმყოფოში 3 კვირა დაჰყო.

ერეკატი 1900-იან და 2000-იან წლებში ისრაელის ლიდერებთან პალესტინის საკითხებზე თათბირობდა. იყო რა პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ბოლო პერიოდში, ის ეწინააღმდეგებოდა პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკას ახლო აღმოსავლეთში, რომელიც ისრაელს სრულ კონტროლს და თავისუფლებას ანიჭებდა სამოსახლოების გაფართოებისას და ასევე, ოკუპირებული მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე არსებული სიტუაციის შესანარჩუნებლად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG