ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიხეილ სააკაშვილი ლვოვშია


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, მხარდაჭერების დახმარებით, კვირას, პოლონეთი-უკრაინის საზღვარი, სირთულეების მიუხედავად, გადაკვეთა. მას უკრაინის მოქალაქეობა, პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ივლისის ბოლოს ჩამოართვა.

ექსპრეზიდენტმა წინასწარ განაცხადა, რომ ის 10 სექტემბერს აპირებდა უკრაინაში დაბრუნებას. საზღვრის გადაკვეთა მან მედიკა-შეჰინის გამშვებ პუნქტზე სცადა. თავდაპირველად, უკრაინაში გადასვლას ის კრაკოვეცის გამშვები პუნქტიდან გეგმავდა, თუმცა გეგმა მოგვიანებით შეიცვალა. მატარებელი, რომელშიც სააკაშვილი იმყოფებოდა არ დაიძრა. მოგვიანებით ის ავტობუსით შეეცადა საზღვრის გადაკვეთას. პოლონეთის მხარემ ის საზღვარზე გაატარა, თუმცა უკრაინული მხარის მესაზღვრეებმა ის გააჩერეს, რის შემდეგაც მხარდაჭერების დახმარებით, უკრაინის მხრიდან, სააკაშვილმა გაარღვია პოლიციის კორდონი და მეორე მხარეს გადასვლა მოახერხა.

სააკაშვილს ევრო-პარლამენტარი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი, უკრაინის პარლამენტის წევრები, მათ შორის მუსტაფა ნაიემი და უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ოპოზიციის ლიდერი იულია ტიმოშენკო შეუერთდნენ.

საქართველოს ექსპრეზიდენტი საზღვრიდან ქალაქ ლვოვში ჩავიდა, სადაც მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, სააკაშვილი ქვეყანაში უკანონოდ შევიდა. შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის თქმით, საქმეზე გამოძიება დაიწყო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით.

პეტრო პოროშენკო მომხდარს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საკითხი „იურიდიულ ჭრილში“ უნდა იქნას განხილული. მან დაამატა: „იმედი მაქვს, დრო რომ მოვა, ეს ბატონო იმავე ენთუზიაზმით შეიჭრება საქართველოში, როგორც ეს უკრაინაში მოხდა“, - განაცხადა პოროშენკო.

სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა დაახლოებით სამი წლის წინ მიიღო. მან უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, რათა ოდესის გუბერნატორის პოსტი დაეკავებინა. უკრაინაში საქართველოს ექსპრემიერმა, ოდესის გუბერნატორის თანამდებობის დატოვების შემდეგ, ამ წლის დასაწყისში პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ ჩამოაყალიბა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG