ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სააკაშვილის ხუთპუნქტიანი გეგმა


პრეზიდენტი მმართველ პარტიას თანამშრომლობას სთავაზობს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მმართველ პარტიასა და მის ლიდერთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვა და 5-პუნქტიან გეგმას შესთავაზა.
ეს გეგმა მოიცავს: პირველი, აგრესიული და შეურაცხმყოფელი რიტორიკის შეწყვეტას; მეორე, ოპოზიციის დევნის, დაჭერების, დაკითხვების შეწყვეტას; მესამე, გაერთიანებას, რათა არ დაუშვან საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობების შეფერეხება; მეოთხე, თვითმართველობებზე შეტევების შეწყვეტა; და მეხუთე, ერთობლივი ძალით ქართული ეკონომიკისთვის ნდობის დაბრუნება.
"მინდა, ყველას ვთხოვო, რომ ეს ჩემი 5-პუნქტიანი შეთავაზება, არ მიიღონ, როგორც პოლიტიკური თამაში. ამ შეთავაზებით, მე, უპირველეს ყოვლისა, მმართველ პარტიასა და მის ლიდერს ვთავაზობ გზას წარმატებისკენ, რადგან ქვეყნის წარმატება, ხალხის წარმატება, უწინარესად, ხელისუფლების წარმატება იქნება. ეს ხუთპუნქტიანი შეთავაზება არც საახალწლო სადღეგრძელო არ არის და არც ულტიმატუმი - ეს არის აუცილებელი ნაბიჯები იმისათვის, რომ გავაჩეროთ ქვეყნის უკუსვლა და წავიდეთ წინ,"-განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
XS
SM
MD
LG