ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სააკაშვილი პარიზშია


უკვე შედგა შეხვედრა სარკოზისთან

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით პარიზში იმყოფება. იგი დღეს ელისეის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის შეხვდა.

პირისპირ მალაპარაკების მთავარი თემები იყო პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერა ისევე როგორც ორ ქვეყანას შორის ახალი პარტნიორული ურთიერთობა. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას. საქართველოსა და საფრანგეთს შორის იგეგმება კულტურისა და ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობაც.

სააკაშვილ-სარკოზის შეხვედრის პარალელურად, საფრანგეთისა და საქართველოს პირველი ქალბატონების-სანდრა რულოვსისა და კარლა ბრუნის შეხვედრა გაიმართა.

პრეზიდენტი სააკაშვილი ასევე შეხვდა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს, ვიცე-პრემიერსა და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს. იგი დღესვე პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში საქართველოს თემაზე კონფერენციას გამართავს.

საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. რამდენიმე დღეში, ასევე ოფიციალური ვიზიტით პარიზში რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინს ელიან.

XS
SM
MD
LG