ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სააკაშვილი ნიუ-იორკში ემიგრანტებს შეხვდა


მიხეილ სააკაშვილი ნიუ იორკში ემიგრანტებს ხვდება, 24 სექტემბერი, 2013
მიხეილ სააკაშვილი ნიუ იორკში ემიგრანტებს ხვდება, 24 სექტემბერი, 2013
პრეზიდენტ სააკაშვილის ბოლო გამოსვლა გაეროს ტრიბუნაზე პრეზიდენტის რანგში მოსალოდნელია, რომ რუსეთის მიმართ სხვა გამოსვლებზე ბევრად კრიტიკული იქნება. ამის ფონს ქმნის დვანში, და საზღვრისპირა სოფლებში რუსი მესაზღვრეების თვითნებური სადემარკაციო გადაადგილებები, მავთულხლართების გადატანა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის საყოფაცხოვრებო პრობლემების შექმნა.

24 სექტემბერს, ნიუ-იორკში მიხეილ სააკაშვილი შექმნილ საგანგაშო ვითარებაზე კიდევ ერთხელ ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრის დროს საუბრობდა. რუსეთის მიერ ამ საგანგაშო სიგნალებს ის მოახლოვებულ არჩევნებს და ასევე ევრაზიულ კავშიზე პრემიერ ივანიშვილის მიერ გამოთქმულ განცხადებებს უკავშირებს. პრეზიდენტთან შეხვედრაზე ძირითადად მისი მხარდამჭერები იყვნენ. შეხვედრაზე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები კახა ლომაია და ინფრასტრუქტურის და განვითარების ყოფილი მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილიც მივიდნენ.

ქართველი ემიგრანტების ნაწილი შეხვედრაზე თაიგულებით მივიდა და პრეზიდენტს ამ ფორმით გაცილება მოუწყო.
XS
SM
MD
LG