ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

10 სექტემბერს, პოლონეთ-უკრაინის ტერიტორიაზე სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ ჩერნოვეციდან უკრაინაში გადასვლას, მეუღლესა და ვაჟიშვილთან ერთად, მატარებლით შეეცადა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი.

ჩერნოვეცში მიხეილ სააკაშვილისთვის მხარდაჭერის მიზნით ჩავიდა უკრაინის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იულია ტიმოშენკო.

მატარებლით მისი მგზავრობა შეჩერებულ იქნა, სავარაუდოდ უკრაინის მთავრობის წინააღმდეგობის გამო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლონეთის საზღვარი მან პოლონელი მესაზღვრეების მხრიდან დაპირისპირების გარეშე გადაკვეთა. პარალელურად, ამავე დროს მისმა ასობით მომხრემ, რომელთაც საზღვარი გადაკვეთეს, სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანა. ახლა ისინი ქალაქ ლვოვში არიან.

27 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს ჩამოართვა, 5 სექტემბერს კი უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ მესამედ მიიღო საქართველოს მთავარი პროკურატურის თხოვნა მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებისა და მისი საქართველოში ექსტრადირების თაობაზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG