ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსთავი 2-თან საპროტესტო აქცია გრძელდება


Rustavi 2, TV, Tbilisi, Georgia

ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საპროტესტო აქცია მე-2 დღეა გრძელდება. ხალხი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიასა და რუსთავი 2-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას გადაყენებას, ასვე მენეჯმენტის შეცვლას ითხოვს.

გადაცემა P.S.-ში გაკეთებული განცხადების გამო, გიორგი გაბუნიას, ტელეკომპანიის გადაწყვეტილებით, 2 თვით შეუჩერდა უფლებამოსილება.

ნიკა გვარამიას თქმით, გადაწყვეტილება არ შეიცვლება და ახლა მთავარი ტელევიზიის ჟურნლაისტების უსაფრთხოების დაცვაა. გვარამია აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მართული ჯგუფია, რომლებიც აგრესიით გამოირჩევიან. ის მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველჰყოს ჟურნალისტური საქმინობის განხორიცლება და დაიცვას სამაუწყებლო კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG