ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტის საკითხი ისევ განიხილება


პროგრესული ძალები რუსეთში ჰომოსექსუალთა უფლებების შემლახველი კანონის მიღებას აპროტესტებენ

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:04:12 0:00
ბმული

დაახლოებით ექვს თვეში რუსეთი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს. 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატს, ხოლო 2020 წლისთვის საერთაშორისო გამოფენის მიწყობისთვისაც იბრძვის. თუმცა რუსეთში მიღებულმა ახალმა კანონმა, რომელიც ჰომოსექსუალთა მხარდაჭერის უფლებას კრძალავს, მსოფლიო მასშტაბით ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. ამერიკის ხმის კორესპონდენტი მარკ სნოუსი მოგვითხრობს.

ამ წლის დასაწყისში, მოსკოვის ცენტრში, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს შენობის წინ ლგბტ-ს აქტივისტს თავს დაესხნენ. ივლისში, მოსკოვში მდებარე ბავშვთა ბიბლიოთეკის წინ საპროტესტო აქციის გამართვის მცდელობისთვის ექვსი ადამიანი დააკავეს.

ჰომოფობიური ძალადობა და სტიგმა რუსეთში ფართოდ არის გავრცელებული, იმის მიუხედავად , რომ დასავლეთში ერთსქესიან წყვილთა ქორწინების მიმართ მხარდაჭერა სულ უფრო იზრდება.

სანქტ პეტერბურგში ჰომოსექსუალთა პროპაგანდა აიკრძალა. ამ აკრძალვას რუსეთში ეროვნული მნიშვნელობა მიანიჭეს, რუსმა დეპუტატმა ვლადიმერ მილონოვმა აკრძალვის ტექსტი შეადგინა, ხოლო ვლადიმერ პუტინმა ივნისში ის ხელმოწერით დაადასტურა.

ვლადიმერ მილონოვი: ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ მოვითხოვთ სამართალდამცავებმა დაიცვან ბავშვები, რომლებიც აქ ჩვენთან ერთად იმყოფებიან, რათა სოდომის პროპაგანდა და პედოფილია დასრულდეს.

ქვეყანაში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების უფლებებზე საჯარო მსჯელობის აკრძალვით კანონმა არასრულწლოვანთა უფლებების დაცვა უნდა უზრუნველყოს. თუმცა მისი მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ამით ჰომოსექსუალიზმი დანაშაულებრივი ქმედების კატეგორიაში შევა და რუსეთში ახლად აღმოცენებულ უმცირესობათა დაცვის ორგანიზაციებს მოქმედების საშუალებას შეუზღუდავს.

ეს კანონმდებლობა რუსეთში სამოქალაქო უფლებების დამცველთა ჯგუფების წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ბრძოლას წარმოადგენს, აცხადებს ბრიტანეთის ადამიანთა უფლებების დამცველი აქტივისტი პიტერ ტეტჩელი.

პიტერ ტეტჩელი: ცნობილია ჟურნალისტების, ადამიანის უფლებათა დამცველების, იურისტების, პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინების, დაპატიმრების, რიგ შემთხვევებში შეთითხნილი ბრალდებებით გასამართლების ფაქტები. ამ შემთხვევებს ახლა ახალი კანონის მიღება მოყვა, რაც ავტორიტარიზმის ნაწილს წარმოადგენს.

ეს შეუმჩნეველი არ აღმოჩნდა დასავლეთისთვის, სადაც ჰომოსექსუალების თავშეყრის ადგილებში მოხმარებიდან ამოიღეს რუსული არაყი, გაჩნდა მოწოდებები სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირების შესახებაც.

შაბათს, ლონდონში და ევროპის ძირითად ქალაქებში ჰომოსექსუალთა წინააღმდეგ მიღებული კანონი გააპროტესტეს. ბრიტანელი მსახიობი სტეფან ფრაი მოუწოდებს სპორტსმენებს, რომ სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარი თქვან და ამ ჟესტით რუსეთში მცხოვრები ლესბოსელების,
ჰომოსექსუალების, ბისექსუალების, და ტრანს გენდერების მიმართ მხარდაჭერა გამოხატონ.

სტეფან ფრაი: მათ უნდა აჩვენონ მათი მხარდაჭერა ოლიმპიადაზე, რადგან პროტესტის მიუხედავად, ის მაინც ჩატარდება. ოლიმპიურ სოფელში ჩასვლამდე, ისინი ხელებს ვერ მოიჭრიან, ამიტომ მანამდე დაუჭირონ მათ მხარი, ამბობს ფრაი და ხელებით გეი-აქტივისტების მხარდაჭერის ნიშანს გამოხატავს.

ამ თემაზე გასულ კვირას პრეზიდენტმა ობამამაც ისაუბრა.

ბარაკ ობამა: სხვების მსგავსად მეც შეურაცხყოფილი ვარ რუსეთში ჰომოსექსუალთა და ლესბოსელთა წინააღმდეგ მიღებული კანონით.

რუსეთში მცხოვრები ადამიანების უმრავლესობა მიღებულ კანონს მხარს უჭერს. პიტერ ტეტჩელი აცხადებს, რომ რუსეთის სოციალური კონსერვატიზმი პუტინზე სასარგებლოდ მუშაობს.

პიტერ ტეტჩელი: რუსეთში მოქმედი პუტინის რადიკალურად მემარჯვენე რეჟიმი, რომელიც რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ალიანსშია, ჰომოსექსუალიზმს ლაკმუსის ტესტს წარმოადგენს რუსეთის იდენტურობასთან და კულტურასთან მიმართებაში. ეს ძალიან ყურადღების მცდელობის გადატანის ტაქტიკაა და პუტინი თავის პარტიასთან ერთად, ვფიქრობ, რომ ამ მომენტს საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლების გამყარებისთვის იყენებენ, რათა თავიანთ პოლიტიკურ შეცდომებზე და მარცხზე კრიტიკა სხვა მიმართულებით წავიდეს.

რუსეთის ოფიციალური პირები, გაეროში რუსეთის მუდმივმოქმედი წარმომადგენლის ვიტალი ჩურკინის ჩათვლით, გასულ კვირას ნიუ იორკში გამართულ საპროტესტო აქციას დაუპირისპირდნენ და განაცხადეს, რომ კანონი არ არის ჰომოსექსუალთა უფლებების წინააღმდეგ მიმართული, არამედ ის არასრუწლოვანთა უფლებებს იცავს.

რაც შეეხებათ უმცირესობათა უფლებების დამცველებს, ისინი აცხადებენ რომ კანონი ოფიციალურ პირებს ლეგბტ წარმომადგენელთა უფლებების დამცველების დაპატიმრების საშუალებას მარტივად მისცემს.
XS
SM
MD
LG