ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსმა ჰაკერებმა ცნობილი ამერიკელი პროკურორების ანგარიშებიც გატეხეს


შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ფედერალურ მოსამართლეებზე თავდასხმის უკან რუსი ჰაკერები დგნანან. ეს "სოლარუინდსის" კიბერშპიონაჟის მასშტაბური კამპანიის ნაწილი იყო, რომელიც 2020 წელს დაიწყო.

გასული კვირის ბოლოს გაკეთებულ განცხადებაში იუსიტიციის დეპარტამენტი ამბობს, რომ თავდასხმა თითქმის მთელი წელი, 7 მაისიდან 27 დეკემბრამდე გრძელდებოდა. იერიშის შედეგად, ჰაკერებს წვდომა ჰქონდათ კონფიდენციალურ სავაჭრო ინფორმაციაზე, ჯაშუშთა სამიზნეებზე, საიდუმლო ანგარიშებზე თუ დასაკავებელ ორდერებზე.

რუსმა ჰაკერებმა რამდენიმე ცნობილი ნიუ-იორკელი პროკურორის ოფისებში ელექტრონული ანგარიშები გატეხეს. იუსტიციის დეპარტამენტის თქმით, კომპრომეტირებული იყო ნიუ-იორკის პროკურატურის 4 ოფისის "მაიკროსოფტის" ელექტრონული მისამართების დაახლოებით 80%. ჯამში კი ამერიკელი პროკურორების 27 სხვადასხვა ოფისში ჰაკერებმა, სულ ცოტა, თითო ანგარიში გატეხეს.

რუსეთის მთავრობის დაზვერვაზე მომუშავე ჰაკერები გასულ წელს თავს დაესხნენ არამარტო ამერიკის ფედერალური მთავრობის 9 სხვადასხვა დეპარტამენტს და ადგილობრივ მთავრობებს, არამედ - ამერიკულ კერძო კომპანიებს და არასამთავრობო კვლევით ორგანიზაციებს.

რუსეთი ბრალდებებს უარყოფს.

აპრილში, ამ ფაქტებზე დაფუძნებით და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩარევის მცდელობის გამო, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთს სანქციები დაუწესა. სანქციებს შორის ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევებაც იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG