ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში ოპოზიციონერები საკარანტინო შეზღუდვების დარღვევის საბაბით დააკავეს


ველიკი ნოვგოროდში, ოპოზიციის წევრებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დეპუტატთა ყრილობაზე, რუსეთის პოლიციამ ორი პირი დააკავა.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მოსკოვიდან, იულია გალიამიანა და სანქტ-პეტერბურგის მუნიციპალიტეტის დეპუტატი, ვიტალი ბოვარი 22 მაისს დააკავეს. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული წესების დარღვევის საბაბით, პოლიციამ სასტუმროში Amaks მიმდინარე შეხვედრა დაარბია.

ველიკი ნოვგოროდის რეგიონის გუბერნატორმა, გლებ ნიკიტინმა 20 მაისს გამოცემული ბრძანებულებით, აკრძალა ერთ ოთახში 30-ზე მეტი ადამიანის შეკრება. პოლიციამ განაცხადა, რომ შეხვედრას 31 ადამიანი ესწრებოდა, თუმცა ორგანიზატორთა თქმით, ოთახში 25-ნი იყვნენ.

მარტში მოსკოვში პოლიციამ 200 ადამიანი დააკავა, ძირითადად ოპოზიციის წარმომადგენლები და ადგილობრივ ხელისუფლებათა დეპუტატები. მოსკოვში დაკავებულთა შორის იყვნენ ოპოზიციის ცნობილი წარმომადგენლები და პუტინის კრიტიკოსები. გალიამინა მაშინაც დააკავეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG