ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონმა რუსეთის არჩევნების გაყალბების საკითხი წამოჭრა


კლინტონმა რუსეთის არჩევნების გაყალბების საკითხი წამოჭრა
კლინტონმა რუსეთის არჩევნების გაყალბების საკითხი წამოჭრა

მას შემდეგ, რაც რუსეთის საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო დამკვირვბლებმა და ოპოზიციის ლიდერბმა გაყალბებულად შერაცხეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ეს საკითხი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წინაშე წამოჭრა.

სამშაბათს, ლიტვის დედაქალაქში ვილნიუსში, ეუთოს მინისტერიალზე, კლინტონმა მოუწოდა რუსეთს არჩევნებზე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის რეკომენდაციები ყურად იღოს და შესაბამისი ზომები გაატაროს.

" ჩვენ სერიოზულად შეშფოთებულები ვართ იმით თუ როგორ წარიმართა არჩევნები" განაცხადა სახელმწიფო მდივანმა. არჩევნებში მონაწილეობის უფლება განუცხადეს დამოუკიდებელ პოლიტიკურ პარტიას " პარნას", ასევე უხვად იყო დარღვევები, საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრის მცდელობის სახით. ადგილი ჰქონდა ასევე საარჩევნო სიების მანიპულაციასაც დასძინა ჰილარი კლინტონმა.

XS
SM
MD
LG