ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ნოვაია გაზეტა" ქიმიური თავდასხმის გამოძიებას ითხოვს


რუსული გამოცემა "ნოვაია გაზეტა", რომელიც წლების განმავლობაში ქვეყანაში არსებული კორუფციისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების გამოვლენაზე მუშაობს, აცხადებს, რომ რედაქცია ქიმიური თავდასხმის სამიზნე გახდა. გაზეთის ხელმძღვანელები ქალაქ მოსკოვის ძალოვან უწყებებს გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

გაზეთი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაფუძნდა და მას მერე მისი ჟურნალისტები არაერთი თავდასხმის სამიზნე გამხდარან, თუმცა ორშაბათს რედაქციამ გამიზნული, ქიმიური თავდასხმის საშიშროების შესახებ გამოთქვა ეჭვი.

საგანგებო სამსახურები, რომლებზე დაყრდნობითაც ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს, აცხადებენ, რომ სუნი სარდაფიდან, საკანალიზაციო გაყვანილობიდან მოდიოდა და არანაირი საშიში ნივთიერება შენობაში არ აღმოჩნდა.

თუმცა "ნოვაია გაზეტამ" სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ვიდეო გაავრცელა, სადაც მათი მტკიცებით, ჩანს ადამიანი, რომელიც მოსკოვის საჭმლის ადგილზე მიტანის სერვისის თანამშრომელივითაა ჩაცმული და გამოცემის შენობასთან ველოსიპედით გავლისას რამდენიმე წამს ჩერდება და მას გაურკვეველ ნივთიერებას ასხურებს. თუმცა ვიდეოს ავთენტურობა სხვა დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მიერ ჯერჯერობით არ დასტურდება.

"ნოვაია გაზეტა" მოსკოვის ხელისუფლებას ერთობლივი გამოძიების ჩატარებას სთავაზობს.

"ამის ასე დატოვება არ შეიძლება, ეს მოსკოველებისთვის საფრთხეა", - ამბობენ რედაქციის ხელმძღვანელები ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გამოცემაში "ნოვაია გაზეტა" წლების განმავლობაში არაერთი ჟურნალისტური გამოძიება და ანალიტიკური მასალა გამოქვეყნებულა. მისი ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტი, ანა პოლიტკოვსკაია მოსკოვში 2006 წელს ჩეჩნეთის ომის შესახებ გამოქვეყნებული მასალების შემდეგ მოკლეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG