ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ფლოტი გემებზე თავდასხმაში ვარჯიშობს


რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მისი შავი ზღვის ფლოტი, ზედაპირულ სამიზნეებზე სარაკეტო სროლაში ვარჯიშობს. რეალური იარაღისა და ცეცხლის გამოყენებით საბრძოლო წვრთნების დაწყებას, წინ უსწრებდა კრემლის მუქარა იმის თაობაზე, რომ უკრაინის შავი ზღვის პორტებისკენ მიმავალი გემები, რუსეთისთვის ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ იქცევა.

მიმდინარე კვირის დასაწყისში, რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობის შეჩერების შესახებ განაცხადა. ამის შემდეგ, მოსკოვმა თქვა, რომ აღარ უზრუნველყოფს იმ გემების უსაფრთხოებას, რომლებსაც უკრაინული მარცვვლეული გადააქვთ.

უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთი უდიდესი მომწოდებელია და ბევრი ქვეყანა, დიდწილად, სწორედ ამ შეთანხმების საფუძვეელზე ექსპორტირებულ მარცვლეულზეა დამოკიდებული.

კიევი აცხადებს, რომ რუსეთის მონაწილეობის გარეშე, მარცვლეულის ექსპორტისთვის ახალი მარშრუტის შექმნა სურთ. თუმცა, რუსეთმა დაუყოვნებლივ განაცხადა, რომ ამგვარი გემებს, მოსკოვი სამხედრო ტვირთის პოტენციურ გადამტანად განიხილავს.

"შავი ზღვის ფლოტის ძალების საბრძოლო მომზადების გეგმის შესაბამისად, გუნდმა "ივანოვეცმა", სარაკეტო ხომალდიდან სამიზნე საზღვაო ხომალდის მიმართულებით ფრთოსანი რაკეტა გაისროლა. უპილოტო საფრენი აპარატების მონაცემებით და ვივდეომასალებით, ამ წვრთნების წარმატება დასტურდება. სამიზნე გემი სარაკეტო იერიშის შედეგად განადგურდა", - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

XS
SM
MD
LG