ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის მიერ სამხედრო წვრთნები ნატოს ტერიტორიულ წყლებთან ბალტიის ზღვაში პირდაპირი საფრთხეა, რომელსაც რუსეთი წარმოადგენს როგორც რუტინულ საზღვაო წვრთნებს.

რუსეთმა ოთხშაბათს სამდღიანი ცდები დაიწყო, რამაც ლატვია შეაშფოთა. ოფიციალური რიგის თქმით მათ მოუწიათ სამოქალაქო ავიაციის შეწყვეტა ხოლო მეზობელ შვედეთს კი საზღვაო მოძრაობის და საჰაერო გზების შეცვლა მოუხდა. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა ამერიკის ხმას განუცხადა, რომ ეს "ეს არა მხოლოდ სამხედრო ძალის დემონსტრაცია, არამედ სამხედრო ხულიგნობაა".

რუსეთის უკანასკნელი სამხედრო წვრთნები ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრას მოჰყვა. ნატოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ნებისმიერ ინციდენტს შესაძლოა სიტუაციის სწრაფი ესკალაცია მოჰყვეს. ბალტიისპირეთის ქვეყნები აცხადებენ, რომ რუსეთის საზღვაო წვრთნები არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG