ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის დუმა "არასასურველი აქტივობების" სიას აფართოვებს


რუსეთის საკანონმდებლო ორგანოში გუშინ ახალი კანონპროექტი წარმოადგინეს. ამოქმედების შემთხვევაში, რეგულაცია გააფართოვებს მთავრობის შესაძლებლობას რუსეთის არჩევნებში ჩარევის ბრალდებით შეზღუდოს ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საერთაშორისო დაფინანსებას იღებს.

კანონპროექტი ეყრდნობა იმ რეგულაციებს, რომლებიც 2012 წლიდან ამოქმედდა ან გამკაცრდა და რომლის სამიზნეც ე.წ. "არასასურველი" ქმედებებია. მათ შორისაა არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია საშუალებები, რომელთა რუსეთში ფუნქციონირების შეზღუდვაც მთავრობას შეეძლება ჯარიმების დაკისრებით თუ კერძო პირების დაპატიმრებით.

2017 წელს რუსეთმა გააფრთხილა ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული მედია ორგანიზაციები, მათ შორის, "ამერიკის ხმა", "რადიო თავისუფლება - თავისუფალი ევროპა" და სხვა 7 რეგიონული მედიასაშუალება, რომ მათ "უცხო ქვეყნის აგენტებად" დარეგისტრირება მოუწევდათ მას შემდეგ, რაც რუსეთი მიიღებდა ამერიკის მიერ მიღებული კანონმდებლობის საპასუხო ზომებს. ამერიკულმა მხარემ კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედიასაშუალების - RT-ისგან სწორედ ამგვარად - უცხო ქვეყნის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვა.

რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, უცხო ქვენის აგენტად დარეგისტრირებული ორგანიზაცია ვალდებულია ხელისუფლებას გამუდმებით მიაწოდოს ინფორმაცია დაფინანსების წყაროების, ფინანსური მდგომარეობისა თუ თანამშრომლების შესახებ.

ონლაინ-გამოცემა "მედუზას" ცნობით, სამშაბათს წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, "არჩევნებში ჩარევა" განმარტებულია, როგორვც ნებისმიერი ქმედება, რომელიც "წარმოშობს წინააღმდეგობას ამა თუ იმ კანდიდატის ნომინირების, არჩევისა თუ ხმის მიცემის პროცესისთვის".

"რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ აკრძალული ჯგუფებისთვის განაგრძობენ მუშაობას, შესაძლოა სისხლის სამარტლის პასუხისმგებლობა დაეკისროთ", - განმატავს გამოცემა. "ამჟამად რუსეთს იდენტიფიცირებული აქვს 15 "არასასურველი ორგანიზაცია", მათ შორის "დემოკრატიის ეროვნული ფონდი - NED", "ფონდი ღია საზოგადოება", "ღია რუსეთის სამოქალაქო მოძრაობა", "გერმანიის მარშალის ფონდი" და ა.შ.

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" ევრაზიის პროგრამის დირექტორი სტივენ ნიქსი ამბობს, რომ უახლესი რეგულაციები რუსეთში სამოქალაქო საზოგადოებას და ღია დიალოგს კიდევ უფრო შეზღუდავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG