ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი მოლდოვას 48 საათში გაზის შეწყვეტით ემუქრება


რუსეთი მოლდოვას ზამთარში გაზის გათიშვით ემუქრება. განცხადება ცოტა ხნის წინ რუსულმა „გაზპრომმა“ გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ მოლდოვამ ახალ ხელშეკრულების პირობები უნდა შეასრულოს და თანხა დროულად გადაიხადოს.

მოლდოვამ და რუსეთმა გაზის მიწოდებს შესახებ ახალ ხელშეკრულებას ნოემბერში მოაწერეს ხელი, მას შემდეგ რაც ძველ ხელშეკრულებას ვადა სექტემბერში გაუვიდა. მოლაპარაკებების პროცესი დაახლოებით ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მოლაპარაკებების გაჭიანურების მიზეზი მოსკოვის ქმედებები გახდა. კრემლმა მოლდოვას ხელშეკრულების განახლებისთვის გაზის ტარიფი გაუორმაგა. თუ აქამდე მოლდოვა რუსულ 1000 კუბურ მეტრ გაზში 250 დოლარს იხდიდა ახლა ეს თანხმა 450 დოლარი გახდა, თუმცა შესაძლოა ტარიფი დეკემბრიდან 50 დოლარით შემცირდეს.

„ბუნებრივი აირის გამოყენება როგორც იარაღი“ - ასე გამოეხმაურნენ ევროპაში რუსეთის ქმედებებს. რთული ვითარებიდან გამომდინარე ევროკავშირი მოლდოვას ფინანსურად დაეხმარება და ამისთვის არსებული ინფორმაციით 70 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიყოფა, რათა მოლდოვის დემოკრატიულად არჩეულმა ხელისუფლებამ კრემლის მიერ შექმნილი ხელოვნური კრიზისი დაძლიოს.

კიშინოვის ამჟამინდელი პოლიტიკა მოსკოვისთვის მიუღებელია, რადგან მოლდოვას ხელისუფლებაში პროდასავლური ძალები იმყოფებიან. არჩევნებში პრორუსული ძალები დიდი სხვაობით დამარცხდნენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქვეყანა მუდმივად დასავლეთისა და რუსეთის პოლიტიკური გავლენის ცენტრშია მოქცეული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG