ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული საკურუიზო გემის საწინააღმდეგო აქციაზე 23 ადამიანი დააკავეს


საპროტესტო აქცია ბათუმის ნავსადგურზე, 31 ივლისი, 2023.
საპროტესტო აქცია ბათუმის ნავსადგურზე, 31 ივლისი, 2023.

ბათუმის ნავსადგურში საკრუიზო ლაინერის, Astoria Grande-ს შესვლის საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ყველა დაკავებულს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას ედავება - წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.

"აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შედეგადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავდნენ", - განაცხადეს შსს-ში, როცა აქციაზე 9 დაკავებულის შესახებ იუწყებოდნენ.

დაკავებულებს შორის ერთ-ერთი უკრაინის მოქალაქეა.

რუსეთის საკრუიზო გემის ვოიაჟი ბათუმში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:56 0:00

გემი ASTORIA GRANDE, რომელზეც რუსული მუსიკალური არხის მიერ ორგანიზებული კრუიზის მონაწილეები იმყოფებიან, 29 ივლისს სოჭის პორტიდან გავიდა და დღეს, 31 ივლისს, 05:30 საათზე თურქეთის ტრაპიზონიდან ბათუმში შევიდა. საპროტესტო აქცია ჯერ კიდევ გემის შესვლამდე, წუხელ დაიწყო მას შემდეგ, რაც ბათუმის ნავსადგურში პოლიციამ ჯებირები აღმართა.

ბათუმის ნავსადგური სოჭიდან გამოსული საკრუიზო გემის - Astoria Grande-ს - მგზავრებმა, სავარაუდოდ, პოლიციის კორდონების გავლით დატოვეს. ავტობუსებსა და მიკროავტობუსებს, რომლებშიც, სავარაუდოდ, რუსეთიდან ბათუმში ჩაყვანილი ტურისტები ისხდნენ, აქციის მონაწილეები ესროდნენ კვერცხებსა და ბოთლებს.

პალაუს დროშით მცურავი გემი ASTORIA GRANDE, რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი ემსახურება, ბათუმის ნავსადგურში 27 ივლისსაც შევიდა.

XS
SM
MD
LG