ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა უკრაინელ რეჟისორს 20 წელი მიუსაჯა


ოლეჰ სენცოვი, უკრაინელი რეჟისორი
ოლეჰ სენცოვი, უკრაინელი რეჟისორი

რუსეთის სამხედრო სასამართლომ უკრაინელ რეჟისორ ოლეჰ სენცოვს "ტერორისტული დაჯგუფების მეთაურობისთვის" 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

რუსეთის სამხედრო სასამართლომ ცნობილ უკრაინელ რეჟისორ ოლეჰ სენცოვს ოცწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო ყირიმში ტერორისტული ჯგუფის მეთაურობაში.

როსტოვის სამხედრო სასამართლომ ასევე დამნაშავედ სცნო მეორე ბრალდებული ალექსანდრე კოლჩენკო და მას 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

რუსი სამართალდამცველების მიხედვით სენცოვი რუსი კომუნისტი რევოლუციონერის ვლადიმირ ლენინის ძეგლის აფეთქებას აპირებდა.

უფელდამცველები აცხადებენ, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. ორგანიზაცია საერთაშორისო ამნესტის ევრაზიის პროგრამის მკვლევარი ჰეთერ მაკგილი აცხადებს, რომ საქმის მსვლელობისას სამართლიანი სასამართლოს სტანდარტები დაირღვა და სავარაუდოდ ბრალდება პოლიტიკური მიზნებით გაყალბებულია.

რუსეთის უშიშროებამ სენცოვი შარშან მაისში უკრაინის მხარდამჭერ საპროტესტო აქციაზე დააპატიმრა.

რუსი სამართალდამცველების მიხედვით სენცოვი და მასთან ერთად დაკავებული 3 პირი შეიარაღებულნი იყვნენ და ისინი რუსი კომუნისტი რევოლუციონერის ვლადიმირ ლენინის ძეგლის აფეთქებას აპირებდნენ.

სენცოვი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ პატიმრობაში მასზე ფიზიკურად იძალადეს.

უკრაინელი რეჟისორი ცნობილია 2011 წელს გადაღებული ფილმით “მოთამაშე”, რომლის მთავარი პერსონაჟიც კომპიუტერული თამაშების ჩემპიონი თინეიჯერია. რეჟისორები სხვადასხვა ქვეყნიდან რუსეთს სენცოვის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ.

XS
SM
MD
LG