ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის სასამართლომ კარა-მურზას მოწამვლის საქმეების გამოძიებაზე უარი უთხრა


მოსკოვის სასამართლომ სამშაბათს გადაწყვიტა, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი არ არის ვალდებული გამოიძიოს ციხეში მყოფი დისიდენტის, ვლადიმირ კარა-მურზას სიცოცხლის მოსპობის ორი მცდელობა. ამის შესახებ დამოუკიდებელი საინფორმაციო გამოცემა "მედიაზონა" ავრცელებს ინფორმაციას.

მოსკოვში დაბადებული კარა-მურზა, რომელსაც როგორც რუსული, ისე - ბრიტანული პასპორტები აქვს, გასული წლის აპრილში დააპატიმრეს და 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ღალატის ბრალდებით. პოლიტიკოსმა არაერთხელ დაგმო რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში და ლობირებდა დასავლეთის სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ.

42 წლის პოლიტიკოსი და ყოფილი ჟურნალისტი მოწამვლის ორ მცდელობას გადაურჩა. ის ავად გახდა და მოსკოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს 2015 წელს, რამდენიმე თვის შემდეგ, რაც მისი კოლეგა და მეგობარი, ოპოზიციის ლიდერი ბორის ნემცოვი კრემლთან მოკლეს.

2017 წელს მოწამვლის სიმპტომებისა და ჯანმრთელობის გაუარესების გამო, კარა-მურზა სამეციდინო დაწესებულებაში კომაში მყოფი გადაიყვანეს.

გამოცემა "ბელინგქეთის" მიერ ჩატარებულმა ერთობლივმა გამოძიებამ მოგვიანებით დაადგინა, რომ კარა-მურზას თან დაჰყვებოდა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის [ეფ-ეს-ბეს] თანმშრომელი. ეს იგივე განყოფილებაა, რომელმაც სავარაუდოდ ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი 2020 წელს მოწამლა. ნავალნი არქტიკის ციხეში თებერვალში, გაუკრვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

კარა-მურზას მეუღლე ევგენია ამბობს, რომ მოწამვლამ სერიოზულად დაუზიანა ჯანმრთელბა ოპოზიციონერს და რომ მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გამო შიშობს.

კარა-მურზას ადვოკატმა საგამოძიებო კომიტეტს მოწამვლის ფაქტების გამოძიების თაობაზე მიმართა, რაზეც უარი მიიღო.

რუსი გამომძიებლები ამბობენ, რომ მათ გამოიკვლიეს მკვლელობების მცდელობები და მოწმეები სასამართლოში გამოკითხეს. კარა-მურზამ ამას "პირდაპირ დოკუმენტირებული ტყუილი" უწოდა.

XS
SM
MD
LG