ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული კოსმოსური ხომალდი სადგურს შეუერთდა


სატვირთო ხომალდი კოსმოსური სადგურიდან ნაგავს წარმოიღებს

დისტანციური მართვის რუსული სატვირთო კოსმოსური ხომალდი, რომლის ბორტზეც კოსმონავტები არ იმყოფებიან, დღეს წარმატებით შეუერთდა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს. დღემდე ხომალდმა 5-ჯერ სცადა სადგურთან დაკავშირება, მაგრამ ხუთივე მცდელობა წარუმატებელი იყო. სავარაუდოდ, პრობლემას ახალი სისტემა წარმოადგენს, რომელიც კოსმოსურ სადგურზე ახლახან დაამონტაჟეს უპილოტო ხომალდების მისაღებად.

სატვირთო ხომალდი კოსმოსური სადგურიდან ნაგავს წარმოიღებს. ის დედამიწაზე აღარ დაბრუნდება, რადგანაც ის ატმოსფეროში შემოსვლისას დაიწვება.
XS
SM
MD
LG