ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„სოიუზი“ კოსმოსურ სადგურამდე 6 საათში მივიდა


სამი კოსმონავტი კოსმოსში ექვს თვეს გააატარებს

რუსულმა კოსმოსურმა ხომალდმა, რომლის ბორტზე ამერიკელი, რუსი და იტალიელი ასტრონავტები არიან, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე წარმატებით მიაღწია. კაპსულამ მანძილი 6 საათში დაფარა. ხომალდი „სოიუზი“ ოთხშაბათს ყახაზეთში მდებარე ბაიკანურის კოსმოდრომიდან გავიდა.

აღნიშნული კოსმოდრომი რუსეთს იჯარით აქვს აღებული. ამერიკელი კარენ ნაიბერგი, რუსი ფიოდორ იურჩიხინი და იტალიელი ლუკა პარმიტანო კოსმოსურ სადგურზე ექვს თვეს გაატარებენ.
XS
SM
MD
LG