ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი შტატების ახალი პრეზიდენტის გარემოცვასთან კავშირს უარყოფს


დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის საიდუმლო სამსახურებთან მას და მის თანაგუნდელებს არჩევნებამდე არანაირი კონტაქტი არ ჰქონიათ. თუმცა რამდენიმე ამერიკული მედია-საშუალება ამტკიცებს, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებსა და საიდუმლო სამსახურებს დაფიქსირებული აქვთ საარჩევნო კამპანიის მენეჯერის - პოლ მანაფორტის, უსაფრთხოების საკითხებში უკვე ყოფილი მრჩევლის - მაიკლ ფლინისა და ტრამპის გარემოცვის სხვა წევრების საუბრები რუსეთის საიდუმლო სამსახურების წარმომადგენლებთან.

მანაფორტმა გამოქვეყნებულ ცნობებს „აბსურდი“ უწოდა. მასალების უსაფუძვლობაზე ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმაც.

შეგახსენებთ, რომ ორშაბათს უსაფრთხოების საკითხებში სახელმწიფო მდივანი მაიკლ ფლინი თანამდებობიდან გადადგა. მიზეზად „ვიცე პრეზიდენტისთვის არასრული ინფორმაციის მიწოდება დაასახელა“. საქმე კი ტრამპის ინაუგურაციამდე რამდენიმე კვირით ადრე რუსეთის ელჩთან სერგეი კისლიაკთან სატელეფონო საუბარს შეეხებოდა.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG