ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში დემონსტრაცია გაიმართა


მომიტინგეები მთავრობისგან შარშანდელი აქციის დროს დაკავებული 26 მოქალაქის გათავისუფლებას ითხოვდნენ

ორშაბათს ათასობით დემონსტრანტი მოსკოვის ცენტრში კრემლის საწინააღმდეგო დემოსტრაციის ერთი წლისთავის აღსანიშნად შეიკრიბა, რომლის დროსაც შარშან ასობით ადამიანი დააპატიმრეს.

დემონსტანტებმა მოუწოდეს კრემლს გაათავისუფლოს აქციის 26 მონაწილე, რომლებიც გასული წლიდან ციხეში იმყოფებიან.

ოპოზიციის ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ მოუწოდა შეკრებილებს "პუტინი კრემლიდან გააძევონ".

რუსეთის ყოფილმა ვიცე-პრემიერმა და ოპოზიციის ლიდერმა ბორის ნემცოვმა განაცხადა, რომ აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელია და ის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, დევნის შეწყვეტას და საპრეზიდენტო ვადის შემცირებას გულსხმობს.
XS
SM
MD
LG