ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთს სანქციები არ აშინებს


ვაშინგტონმა და ევროკავშირმა რუსეთის ბევრ ოფიციალურ პირს უკვე გაუყინეს აქტივები და გადაადგილებაზე შეზღუდვები დაუწესეს

რუსეთის პრემიერ მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა კანონმდებლებს უთხრა, რომ უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს ქვეყანა გაუმკლავდება.

რუსეთის პარლამენტისადმი განკუთვნილ სატელევიზიო მიმართვაში ბატონმა მედვედევმა თქვა, რომ ის არ დაუშვებს იმას, რომ რუსეთის მოქალაქეები პოლიტიკური თამაშების და არამეგობრული ქმედებების მძევლები გახდნენ.

პრემიერ მინისტრმა თქვა, რომ ის დარწმუნებულია იმაში, რომ მთავრობა სანქციების შედეგებს მინიმუმამდე დაიყვანს და ახალი პირობების შესაბამისად იმოქმედებს. ის კანონმდებლებს დაჰპირდა, რომ რუსული მრეწველობის ის დარგები, რომლებიც სხვა ბაზრების დახმარებაზე არიან დამოკიდებული, დახმარებას მთავრობისგან მიიღებენ.

მან თქვა, რომ რუსეთი არ გეგმავს ევროკავშირთან ვაჭრობის გამარტივებას, მაგრამ აღნიშნა, რომ სხვა ბაზრებთან თანამშრომლობის წყალობით, რუსეთს დანაკარგების მინიმუმამდე შემცირება შეუძლია.

შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ თუ მოსკოვი აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობის შესამცირებლად არ იმოქმედებს, ის მზად არის მეტი სანქციების დასაწესებლად.

ვაშინგტონმა და ევროკავშირმა რუსეთის ბევრ ოფიციალურ პირს უკვე გაუყინეს აქტივები და გადაადგილებაზე შეზღუდვები დაუწესეს.
XS
SM
MD
LG