ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს მთავრობა რუსი მეჩირაღდნის შესახებ


თედო ჯაფარიძე: მიუღებელია ყველაფერი ის, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული.

რუსეთის დედაქალაქში ოლიმპიური ცეცხლის დანთების პროცესში რუსი სამხედრო მფრინავის, ივან ნიჩაევის მონაწილეობას დღესვე გამოეხმაურა საქართველოს მთავრობა.

საქართველოს მთავრობა, ოფიციალურ განცხადებაში, რუსეთის მიერ ერთერთ მეჩირაღდნედ 2008 წლის აგვისტოს ომის გმირის შერჩევას მოსკოვის მიერ პოლიტიკური მიზნებისთვის გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ თუ ქართული მხარე „ დარწმუნდება, რომ ხდება სპორტული თამაშების ზედმეტი პოლიტიზაცია და მისი მიზანმიმართული გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობა ქვეყნისა და მისი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად შესაბამის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გასულ შაბათს აღნიშნა, რომ საქართველოს მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში ძალიან საკამათოა და გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდა.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა თედო ჯაფარიძემ კი რუსეთის მიერ ნიჩაევის მეჩირაღდნედ დანიშვნის გამო განაცხადა, რომ „მიუღებელია ყველაფერი ის, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული.“
XS
SM
MD
LG