ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ხანძარი მსოფლიოში პურს გააძვირებს


რუსეთის ხანძარი მსოფლიოში პურს გააძვირებს

პუტინმა ხორბლის ექსპორტი აკრძალა, ექსპერტები კი ფიქრობენ, რომ მსოფლიოში ხორბლის მარაგის კრიზისი უკვე მალე დაიწყება.

რუსეთში, მსოფლიოში ხორბლის ერთ-ერთ უდიდეს ექსპორტიორ ქვეყანაში, წელს ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი ზაფხულია. სიცხის რეკორდულმა ტალღამ ქვეყანაში არნახული გვალვები და ტყის მასიური ხანძრები გამოიწვია. ამ ანომალიამ რუსეთის ხორბლის მოსავლის ერთი მეხუთედი უკვე გაანადგურა, ხოლო დანარჩენი ნაწილი კი განადგურების ზაღვარზეა. ამან კი შეიძლება მსოფლიოში პურის ფასის გაძვირება გამოიწვიოს.

ტყის ხანძრისგან გამოწვეული ბურუსი და კვამლი მხოლოდ რუსეთის მოსახლეობის ჯამნრთელობასთან დაკავშირებული საფრთხე არ არის. ციხემ შეიძლება მთელი მსოფლიოს მასშტაბით გააძვიროს პურის ფასი.

რუსეთი მსოფლიოში ხორბლის რიგით მესამე ექსპორტიორია, ხანძარის შედეგად კი ხორბლის მინდვრების დაახლოებით 20 პროცენტი უკვე გადამწვარია.

გასულ კვირას რუსეთის პრემიერ მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ხორბლის ექსპორტი წლის ბოლომდე აკრძალა ადგილობრივ ბაზარზე საკვები პროდუქტის ფასების მომატების თავიდან ასაცილებლად.

დმიტრი რილკო მოსკოვის სოფლის მეურნეობის კვლევით ინსტიტუტის მარცლვეულის სპეციალისტია. მისი თქმით:

„ეს გამოიწვევს - და უკვე გამოიწვია კიდეც - ფქვილის ძალიან გაძვირებას. გამომდინარე აქედან კი დროის გარკვეულ მონაკვეთში პურის ფასიც საგრძნობლად აიწევს.“

კანადა და ავსტრალია ხორბლის ექსპორტში მსოფლიო ლიდრები არიან. რუსეთის ხანძრების შედეგად გამოწვული ხორბლის მარაგის შემცირებით ყველაზე მეტად მათ ისარგებლეს. შეერთებულ შტატებში ხორბლეულზე ფასმა დაახლოებით 70 პროცენტით უკვე მოიმატა. ხორბლეულის ბაზრის ანალიტიკოსი ალან კუკმანის თქმით, მიუხედავად გაძვირებისა, ფქვილის ფასი ჯერ არ გადასულა ისტორიულად ყველაზე ძვირ ზღვარს.

„ყველაფერი რომ გავითვალისწინოთ დავინხავთ, რომ ხორბლის ფასები ყველაზე მაღალი 2008 წელს იყო, როცა ერთი ბუშელი 14 დოლარი ღირდა. ამ ეტაპზე კი ბუშელის ღირებულება რვა დოლარის ფარგლებშია.“

მიუხედავად ამ შედარებით ოპტიმისტური განცხადებისა, ბატონი რილკოს აზრით, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ არავინ იცის როდის დამთავრდება რუსეთში რეკორდული სიცხეები, საშემოდგომო და საგაზაფხული ნათესების მომავალი არც ისე ნათლად გამოიყურება.

„თუ არ იწვიმა ზამთრისთვის არაფერი დაითესება. ზამთირს სამუშაოები გაზაფხულისთვის გადაიდება. ხოლო ის რეგიონები, რომლებიც ტრადიციულად ზამთარში თესავენ მოსავალს, გაზაფხულზე ტექნიკური სირთულეების წინაშე აღმოჩნდებიან.“

გაეროს სურსათის სააგენტოს განცხადებით, გამომდინარე იქედან, რომ ხორბლეულის მწარმოებელ ქვეყნებში მოსავლის რაოდენობა წელს შედარებით მცირე იქნება, მსოფლიოში ხორბლის მარაგი შემცირდება. ეს კი მსოფლიოს გარკვეულ ქვეყნებში შედეგად მოიტანს ხორბლის სიმცირესა და პურზე ფასის აწევას. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ყველაზე მძიმედ ხორბლის სიმცირე შეიზლება შეეტყოს ახლო აღმოსავლეთს, აფრიკას და აღმოსავლეთ აზიის გარკვეულ ქვეყნებს, სადაც მთავრობა საკვები პროდუქტის სუბსიდირებას ეწევა.

XS
SM
MD
LG