ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვი ანკარას სირიაში ოპერაციის სწრაფად დასრულებისკენ მოუწოდებს


ტრამპი, პუტინი და ერდოღანი დიდი ოცეულის სამიტზე. 2019 წლის ივნისი.
ტრამპი, პუტინი და ერდოღანი დიდი ოცეულის სამიტზე. 2019 წლის ივნისი.

რუსეთმა სამშაბათს თურქეთს მოუწოდა, მაქსიმალურად შეამჭიდროვოს სირიაში შეჭრის მასშტაბი და ხანგრძლივობა. კრემლის საგანგებო წარმომადგენელმა სირიაში ალექსანდრე ლავრენტიევმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ თურქეთის ძალებმა ნებისმიერ ფასად უნდა აირიდონ სირიის არმიასთან დაპირისპირება.

აბუ-დაბიში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად ვიზიტის შემდეგ, ლავრენტიევმა ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ მოსკოვი ანკარისგან იერიშის სწრაფად დასრულებას მოელის. 1998 წელს დამასკო-ანკარის პაქტის თანახმად, თურქეთს კონტრტერორიზმის ოპერაციის განხორციელების მიზნით, სირიაში შეჭრის უფლება მხოლოდ 10 კილომეტრზე აქვს - განაცხადა რუსეთის საგანგებო წარმომადგენელმა სირიაში. თუმცა, მისი თქმით, "ეს მათ სირიის ტერიტორიაზე მუდმივად დარჩენის უფლებას არ აძლევს... ჩვენ ამას მხარს არ დავუჭერთ".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG