შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა რუსეთთან თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში მნიშვნელოვან ცვლილებად შეაფასა. დღეს თავდაცვის მდივანი მოსკოვში ვიზიტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც ის რუსეთის პრეზიდენტს დმიტრი მედვედევსაც შეხვდება. მოსკოვში გამგზავრებამდე გეითსმა ჟურნალისტებს მისცა ინტერვიუ. მან რუსეთთან თანამშრომლობის მთავარ მომენტებად ავღანეთის, ჩრდილოეთ კორეის და ირანის საკითხებში მიღწეული შეთანხმებები დაასახელა. ასევე კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ რუსეთმა არ დაბლოკა ლიბიიის წინააღმდეგ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია.
პოპულარული
1