ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესეთ-ამერიკის ერთობლივი ოპერაცია


რესეთ-ამერიკის ერთობლივი ოპერაცია
რესეთ-ამერიკის ერთობლივი ოპერაცია

რუსეთის და შეერთებული შტატების სპეციალურმა დანაყოფებმა პირველი ისტორიული ერთობლივი ოპერაცია დაიწყეს. მათ მიზანს ავღანეთში არსებული ნარკოლაბორატორიების განადგურება წარმოადგენს. დღეს რუსმა და ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა იმ რეიდების შესახებ გააკეთეს განცხადება რომელიც ხუთშაბათს ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე ჩატარდა. რუსეთის ნარკოტიკებთან ბრძოლის სამსახურის ხელმძღვანელმა ვიქტორ ივანოვმა განაცხადა, რომ სპეციალურმა ძალებმა ავღანეთის ხელისუფლების დახმარებით სამი ჰეროინის და ერთი მორფინის გადამამუშავებელი ლაბორატორია გაანადგურეს. მისი თქმით, ამ ოპერაციის შედეგად ავღანეთის ნარკოინდუსტრიამ დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ზარალი ნახა.

XS
SM
MD
LG