ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის პრეზიდნეტი დიმიტრი მედვედევი ამერიკაშია

გუშინ გვიან ღამით მისი თვითმფრინავი სამხრეთის შტატ კალიფორნიაში დაეშვა. ვიზიტი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ბიზნეს თანამშრომლობის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული.

რუსეთის პრეზიდნეტი დღეს მაღალი ტექნოლოგიური კომპანიების ცენტრად მიჩნეულ კალიფორნიის სილიკონის ველის ბიზნესმენებთან შეხვედრებს აწარმეობს, მისი განცხადებით, ამერიკული სტილის ტექნოლოგიების გამოყენება და ინოვაცია რუსეთის ეკონომიკის წინსვლას დაეხმარება.

“ვიზიტი არა მხოლოდ იმისკენ არის მიმართული რომ დავათვალიერო აქ რა და როგორ არის მოწყობილი, ეს ექსკურსია არ არის, ვიზიტის შედეგად მე მსურს რომ ქვეყნებს შორის სრულფასოვანი ურთიერთობები ჩამოყალიბდეს, რომლებიც საბოლოოდ მყარ ბიზნეს თანამშრომლობას შეუწყობს ხელს”.

დიმიტრი მედვედევის შეხვედრა ბარაკ ობამასთან ხუთშაბათს, 24 ივნისს იგეგმება.

XS
SM
MD
LG