ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის სამოქალაქო ომის დანაშაულები


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჰააგის ტრიბუნალის საქმიანობა სირიაში კონტრპროდუქტიული იქნება

გაეროს განცხადებით, სირიის სამოქალაქო ომში მონაწილე ორივე მხარე არღვევს ომის კანონებს და დანაშაულს სჩადის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
გაეროს უშიშროების საბჭომ ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს მოუწოდა გამოიძიოს აღნიშნული დანაშაულის ფაქტები. გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი ნავი პილაი აცხადებს, რომ ამ პეტიციას 58 სახელმწიფომ მოაწერა ხელი.
რუსეთმა და ჩინეთმა რამდენჯერმე ვეტო დაადეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს ამ საკითხთან დაკავშირებით.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჰააგის ტრიბუნალის საქმიანობა სირიაში კონტრპროდუქტიული იქნება.გაეროს მონაცემებით სირიის სამოქალაქო ომმა 60 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG