ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ RT-ის უცხო ქვეყნის აგენტად რეგისტრაციას განიხილავს


ამერიკის შეშფოთება, რუსეთის მიერ პროპაგანდის და დეზინფორმაციის გავრცელების თაობაზე, ხშირად რუსულ მედია საშუალება „რაშა თუდეის“ და მის შვილობილ, „სპუტნიკს“ უკავშირდება. ორი დღის წინ, "რაშა თუდეის" განცხადებით, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა, კომპანიას, რომელიც „რაშა თუდეის“ ამერიკაში გადასცემს, მოსთხოვა „უცხო ქვეყნის აგენტის რეგისტრაციის" (FARA) საკანონმდებლო აქტის შესაბამისად რეგისტრაცია გაიაროს. FARA კონგრესმა 1938 წელს მიიღო და ის ნაცისტური პროპაგანდის გამოვლენას ისახავდა მიზნად.

დასავლეთში ამბობენ, რომ რუსეთი იყენებს საინფორმაციო ტექნოლოგიას, იქნება ეს ტელევიზია, რადიო თუ სოციალური მედია რომ გაავრცელოს ნარატივი, რომელიც მოსკოვის მიზნებს ემსახურება. რუსული მხარე ამ ბრალდებებს უარყოფს. თუმცა, ცოტა ხნის წინ, „ფეისბუქმა“ განაცხადა, რომ მათ დაახლოებით 100,000 ამერიკული დოლარის ღირებულებების რეკლამები მიჰყიდეს რუსულ კომპანიას იმის გაუცნობიერებლად, რომ შესაძლოა, საარჩევნო კამპანიის დროს, მათი სამიზნე ამერიკელი ამომრჩევლები იყვნენ. „ნიუ იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში, გასულ კვირას, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა უარყო, რომ რუსეთი პროპაგანდას ავრცელებს და განაცხადა, რომ ეს მოსკოვის „საპასუხო ნაბიჯებია“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG