ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი სირიაში "სამხედრო ექსპერტების" ყოფნას ადასტურებს


იმ დროს, როცა დასავლეთის შეშფოთება იზრდება იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადისადმი რუსეთის სამხედრო ძალების მხარდაჭერა სულ უფრო ღრმავდება, რუსეთმა დაადასტურა, რომ მისი სამხედრო ძალების წევრები სირიაში იმყოფებიან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს მდივანმა მარია ზახაროვამ დღევანდელ განცხადებაში თქვა, რომ „რუსი სამხედრო ექსპერტები“ სირიელ სამხედროებს რუსული შეიარაღების და სხვა აღჭურვილობის გამოყენების დაუფლებაში ეხმარებიან.

მან თქვა, რომ რუსეთს სირიასთან „სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა“ არასდროს დაუმალავს და ორმხრივი შეთანხმებების თანახმად „დიდი ხნის განმავლობაში ამარაგებდა იარაღით და სამხედრო აღჭურვილობით“. მან აღნიშნა, რომ სირიის პორტ ტარტუსში, რუსეთის სამხედრო ფლოტს „მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის“ ობიექტი გააჩნია.

XS
SM
MD
LG