ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის პოზიცია სირიის შესახებ


მოსკოვის აზრით, სირიელებმა საკუთარი ბედი თავად უნდა გადაწყვიტონ

რუსეთი სირიაში გარდამავალი პოლიტიკის მომხრეა, თუმცა არაფერს ამბობს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მიერ ძალაუფლების დათმობის შესახებ, რასაც შესაძლოა ქვეყანაში კონფლიქტის დასრულება მოჰყვეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი პოზიცია სირიის მომავლის შესახებ, რომელიც მოსკოვის აზრით თავად სირიელებმა უნდა გადწყვიტონ ყოველგვარი გარე ძალების ჩარევის გარეშე.

რუსეთის საგარეო უწყება მოუწოდებს "ძალადობის და სისხლისღვრის შეწყვეტისა" და ასევე სირიელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევისკენ, განსაკუთრებით კი ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთათვის.
XS
SM
MD
LG