ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რადიაცია - რუსული ხომალდის მარცხის მიზეზი


რადიაცია - რუსული ხომალდის მარცხის მიზეზი
რადიაცია - რუსული ხომალდის მარცხის მიზეზი

რუსეთის კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, პლანეტა მარსის გამოკვლევის მისია კოსმოსში რადიაციის გავრცელებამ ჩაშალა. უპილოტო კოსმოსური ხომალდი მარსის გამოსაკვლევად ნოემბერში გაუშვეს და მის მიზანს მარსის ზედაპირის და ნიადაგის შესწავლა წარმოადგენდა. თუმცა მისია დედამიწის ორბიტაზევე შეფერხდა და ხომალდი 15 იანვარს წყნარ ოკეანეში ჩავარდა. თავდაპირველად რუსეთის კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელი ვლადიმირ პოპოვკინი აცხადებდა, რომ მისიის ჩავარდნა უცხოურმა საბოტაჟმა გამოიწვია. თუმცა კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მარცხის მიზეზი კოსმოსში გავრცელებული რადიაცია იყო, რამაც ხომალდის აპარატურა მწყობრიდან გამოიყვანა.

XS
SM
MD
LG