ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აღმოსავლეთ უკრაინაში დატყვევებულ ორ რუს სამხედროს კიევის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა


აღმოსავლეთ უკრაინაში დატყვევებულ ორ რუს სამხედრო მოსამსახურეს, ტერორიზმის და სხვა ბრალდებებით, კიევის სასამართლომ 14 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ორშაბათს, სასამართლომ ალექსანდრე ალექსანდროვი და მისი მეთაური, ევგენი ეროფეევი უკრაინის წინააღმდეგ „აგრესიული ომში“, ტერორისტული დაჯგუფების დახმარებაში, ტერორისტული აქტის ჩადენაში და იარაღის გამოყენებით შეიარაღებული კონფლიქტის პროვოცირებაში დამნაშავედ ცნო.

ალექსანდროვმაც და ეროფეევმაც აღიარეს, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, მაგრამ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისინი ჯარში აღარ მსახურობდნენ და უკრაინაში საკუთარი სურვილით წავიდნენ.

XS
SM
MD
LG