ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბან კი-მუნი სოჭში გეების უფლებებზე საუბრობს


Winter Olympics, Feb. 6, 2014, in Sochi, Russia.
Winter Olympics, Feb. 6, 2014, in Sochi, Russia.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ხალხს „ოლიმპიური ზავის“ დადებისკენ და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ხმის ამაღლებისკენ მოუწოდა

სოჭში ოლიმპიადის საზეიმო გახსნამდე ერთი დღით ადრე გაეროს გენერალურმა მდივანმა გეების წინააღმდეგ მიმართულ დისკრიმინაციაზე ისაუბრა. ბან კი-მუნმა დაინტერესებულ მხარეებს „ოლიმპიური ზავის“ დადებისკენ მოუწოდა და სთხოვა ხალხს ხმა აიმაღლონ სექსუალურ უმცირესობებზე იერიშის მიტანის წინააღმდეგ. მათი დაჭერა, ციხეში ჩასმა და სხვა სახით დისკრიმინაცია დაუშვებელია. 21-ე საუკუნეში ადგილი სიძულვილის არცერთ სახეს არ უნდა ჰქონდეს - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

რუსეთის სამხრეთით მდებარე საკურორტო ქალქ სოჭში ბან კი-მუნმა არაპირდაპირ მიანიშნა რუსეთში ახლადმიღებულ დისკრიმინატორულ კანონზე. როგორც მისი ოპონენტები აღნიშნავენ, „გეების პროპაგანდის“ წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობა უფრო ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და გზას უხსნის ქვეყანაში უმცირესობების, თუ მათი მომხრეების შემდგომ დარბევებს.
XS
SM
MD
LG