ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსმა ბრალდებულებმა სალისბერის ინციდენტს "ფატალური დამთხვევა" უწოდეს


ორმა რუსმა, რომლებსაც დიდი ბრიტანეთი ბრალად სდებს მარტში, აკრძალული ნერვული აგენტით, ე.წ. ნოვიჩოკით განხორციელებულ თავდასხმას ქალაქ სალისბერიში, აცხადებენ, რომ „დაუჯერებელი, ფატალური დამთხვევა" იყო ის, რომ თავდასხმის მომენტში ისინი იმავე ქალაქში იყვნენ.

ბრიტანეთმა მაშინვე უარყო ეს „აღიარება“. რუსლან ბოშიროვმა და ალექსანდერ პეტროვმა კრემლის დაფინანსებულ „რაშა თუდეისთან“ ინტერვიუში ისაუბრეს.

ლონდონმა კვლავ გაიმეორა განცხადება, რომ ორი მამაკაცი რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლები არიან და რომ მათ იცრუეს, წარსულში რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის მოწამვლაში მონაწილეობის შესახებ.

„დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ნათლად განაცხადა, რომ ორივე პირმა სალისბერიში ქიმიური, გამანადგურებელი ნივთიერება გამოიყენა. რუსეთმა აგენტები სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოსაწამლად მიავლინა სალისბერიში. ჩვენ არაერთხელ ვთხოვეთ რუსეთს მომხდარის შესახებ ანგარიში. მათ დღეს, ისევე როგორც აქამდე, დამალვით და ტყუილით გვიპასუხეს“, - აცხადებს ოფიციალური ლონდონი.

სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია გამოკეთდნენ, თუმცა სხვა ბრიტანელი ქალი, რომელიც ბოთლს შეეხო, რომელშიც ნერვული აგენტი იყო, გარდაიცვალა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG