ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში ამერიკის მოქალაქეს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა


ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ საზღვაო ქვეითს რუსეთში 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ტრევორ რიდი, რუსულმა სასამართლომ პოლიციის ოფიცერზე თავდასხმაში სცნო დამნაშავედ.

ტრევორ რიდი
ტრევორ რიდი

გამოძიების მონაცემებით, შემთხვევა გასული წლის 19 აგვისტოს წვეულების დასრულების შემდეგ მოხდა. წვეულებაზე ამერიკელი ტრევორ რიდი მეგობარ გოგოსთან ერთად იმყოფებოდა და ბევრი დალია. წვეულებიდან გამოსულს კი როგორც ცნობილია, კონფლიქტი მოუვიდა სამართალდამცავებთან. სხვა კონკრეტული დეტალები ცნობილი არ არის. საქმეში ბევრი ბუნდოვანებაა.

ამერიკის მოქალაქე დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ ასეთი შემთხვევა არ ახსოვს მოხდა თუ არა, რადგან წვეულებაზე დიდი რაოდენობით ალკოჰოლი მიიღო.

ტრევორ რიდი ტეხასიდან არის და ის 29 წლისაა. რუსეთში ტრევორი ენის სასწავლად ერთი წლის წინ ჩავიდა.

სააგენტო ''როიტერის'' მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ამერიკა და რუსეთი პატიმრების გაცვლის შესახებ მსჯელობენ, თუმცა ამ ინფორმაციას არც ვაშინგტონი და არც მოსკოვი არ ადასტურებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG