ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პატიმრობაში მყოფ ნავალნის სამოქალაქო სიმამაცის ჯილდო დაუსწრებლად გადაეცა


ალექსეი ნავალნი სასამართლო პროცესს ვიდეოს საშუალებით ესწრება. მოსკოვი, რუსეთი. 18 ოქტომბერი, 2022 წ.

ნიუ-იორკულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ "ტრეინის ფონდი", სამოქალაქო სიმამაცისთვის დაწესებული ჯილდო წელს ალექსეი ნავალნის მიანიჭა.

ოპოზიციის რუსი ლიდერი პატიმრობაში იმყოფება და ის ნიუ-იორკის უნივერსიტეტში 24 ოქტომბერს გამართულ ცერემონიას ვერ დაესწრო. ნავალნის სახელით, ჯილდო მისი ადმინისტრაციის უფროსმა ლეონიდ ვოლკოვმა ორ კოლეგასთან ერთად მიიღო.

დაჯილდოების ცერემონიაზე ისაუბრეს ნავალნის მრავალწლიან დაუღალავ ბრძოლაზე, "რუსეთში თავისუფლებისა და გამჭვირვალობის მოპოვების" გზაზე. იქ "ყოველი დღე სამოქალაქო სიმამაცის გამოცდაა", - თქვა ვოლკოვმა ჯილდოს მიღების შემდეგ.

სიტყვით გამომსვლელთა შორის იყო რუსული წარმოშობის ცნობილი ამერიკელი ქორეოგრაფი და მოცეკვავე მიხეილ ბარიშნიკოვიც. მისი თქმით, ნავალნი "წარმოუდგენლად" მამაცი ადამიანია, რომელიც რუსეთის დაუნდობელ ავტორიტარულ რეჟიმს ებრძვის" და ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს აშენებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG