რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის ათიათასობით მხარდამჭერი დღეს მოსკოვის ქუჩებში გამოვიდა. მათ სპეციალური მსვლელობაც მოაწყვეს მდინარე მოსკოვის გასწვრივ, შემდეგ კი ლუჟნიკების სტადინოზე პუტინის სიტყვის მოსასმენად მივიდნენ.
ფრანგული საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, პუტინი მხარდაჭერებს მოახლოებლ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას შეპირდა, რასაც დემონსტრატების დადებითი შეძახილები მოჰყვა.
აღნიშნული გამოსვლა იმ საპროტესტო აქციების საპსაუხოდ გაიმართა, რომლებიც პუტინის პრეზიდენტად მესამე ვადით არჩევას აპროტესტებენ.