ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვი ვაშინგტონს რუსეთს შიდა საქმეებში ჩარევას აბრალებს


მარია ზახაროვა, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი
მარია ზახაროვა, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი

შეერთებული შტატების საელჩომ მოსკოვში, რუსეთში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით ჩვეული განცხადება გააკეთა. საელჩომ განცხადებაში ამერიკის მოქალაქეებს ურჩია უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მორიდებოდნენ იმ მიდამოებს, სადაც არასანქცირებული აქციები იგეგმება.

საელჩომ განცხადებას თან დემონსტრანტების მიერ გავრცელებული რუკა დაურთო, რომელზეც მარშის მიმართულება იყო აღბეჭდილი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, აღნიშნული განცხადება შეაფასა, როგორც შეერთებული შტატების მცდელობა ჩაერიოს მოსკოვის შიდა საქმეებში.

„შეერთებული შტატების საელჩო მოსკოვში, აქტიურად ერევა [ჩვენს] შიდა საქმეებში. მათ გამოაქვეყნეს დეტალური რუკა, აქციების მიმართულების, ე.წ. გასეირნების“, - განაცხადა მარია ზახაროვამ, სამინისტროს პრესსპიკერმა.

რუსეთში მიმდინარე აქციების აღსაწერად დემონსტრანტები სიტყვას „გასეირნებას" იყენებენ, რადგან უნებართვო დემონსტრაციის გამართვა რუსეთში კანონით იკრძალება.

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ამერიკის ჩარევაზე საუბრობს ასევე რუსული მედია. ტელევიზია „რენმა“, რომელიც კრემლის მიერაა კონტროლირებული, პროტესტზე საუბრისას განაცხადა, რომ ოპოზიციის ლიდერებს კავშირი აქვთ ამერიკის სადაზვერვო ორგანოებთან. მათი განცხადებით, აქციის მონაწილეებს ამერიკელები მათ შინაური ცხოველებისთვის უფასო საკვებს სთავაზობენ.

ეს პირველი შემთხვევაა არაა, როცა კრემლი ეცადა შიდა გამოსვლები საგარეო მანიპულაციებთან დაეკავშირებინა. 2011-2012 წლის მოსკოვის დემონსტრაციების ორგანიზებაში საგარეო საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო მედია საშუალებები ბრალს შეერთებულ შტატებს სდებდნენ.

დემონსტრანტები მოსკოვში 8 სექტემბრისთვის დანიშნულ ადგილობრივ არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების დაშვებას ითხოვენ. პოლიციამ ათასობით დემონსტრანტი დააკავა. ბევრი მათგანი სცემეს.

დემონსტრაციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ პროტესტის ლიდერებს და არჩევნებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატებს დაემუქრნენ. ზოგიერთი მათგანი დემონსტრაციების დაწყებამდეც კი დააკავეს.

დაკავებულთა შორისაა ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი. ციხეში რამდენიმე დღის შემდეგ, ის ალერგიული რეაქციით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნავალნიმ განაცხადა, რომ მას ეჭვი აქვს ის მოწამლეს. ოპოზიციონერის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის საავადმყოფოდან კვლავ საკანში დააბრუნეს.

დარბევის მიუხედავად, ამ თვეში აქტივისტები დემონსტრაციების გაგრძელებას გეგმავენ. ოპოზიციის ლიდერები გამოსვლის დღედ 10 აგვისტოს განიხილავენ და მოსკოვის ხელისუფლებისგან დემონსტრაციის ნებართვის მიღებას ცდილობენ. თუმცა, დამკვირვებლები ეჭვობენ, რომ ასეთი ნებართვა გაცემა არ მოხდება. მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ ნებას არ მისცემს პროტესტებით რუსეთის დედაქალაქში ანარქიამ დაისადგუროს. მან ოპოზიციის ლიდერებს მასობრივი არეულობის დაგეგმვაში დასდო ბრალი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG