ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კალინინგრადი - ექსკლავის გამო მოსკოვი ევროკავშირს აფრთხილებს და ლიეტვუას ემუქრება


კალინინგრადი-მოსკოვის სარკინიგზო რუკა

მოსკოვი კალინინგრადის ექსკლავზე დაწესებულ ახალ შეზღუდვებს, რუსეთში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან „მკაცრად“ აპროტესტებს და ლიეტვუას „საპასუხო მოქმედებებით“ ემუქრება.

ლიეტუვას გადაწყვეტილებით, ვილნიუსი მის ტერიტორიაზე არ გაატარებს, რუსეთიდან ექსკლავისკენ სარკინიზო გადაზიდვებს. ლიეტუვას თქმით აკრძალვა სანქცირებულ საქონელს შეეხება.

მოსკოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ევროკავშირის ელჩს, მარკუს ერდერს „მსგავსი ქმედებების დაუშვებლობის“ შესახებ ეცნობა და მიიღო გაფრთხილება, რომ თუ შეზღუდვები არ მოიხსნება, ამას „საპასუხო რეაგირება მოჰყვება“.

კალინინგრადი ლიეტვუასა და პოლონეთს შორისაა მოქცეული და დაახლოებით 500 000 მოსახლე ჰყავს.

ლიეტვუის ოფიციალური პირების განცხადებით, ქვეყანა 20 ივნისიდან კალინინგრადზე აწესებს შეზღუდვებს, რათა გააძლიერონ რუსეთის მიმართ სადამსჯელო ზომები, რომლებიც მოსკოვის მიერ, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის წამოწყებას მოჰყვა.

რუსეთში ევროკავშირის ელჩი აცხადებს, რომ „ლიეტვუა ერთპიროვნულ გაწყვეტილებებს არ იღებს და ევროკავშირის სანქციებს ახორციელებს.“ დიპლომატი განმარტავს, რომ კალინინგრადის ბლოკადა არ მიმდინარეობს, რადგან არასანქცირებული საქონლის ტრანზიტი გრძელდება.

ამ ფონზე, კრემლმა ოლქში ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი მოკავშირე გაგზავნა, რომელმაც განაცხადა, რომ მოსკოვი შესაბამის ზომებს „უახლოეს მომავალში“ მიიღებს.

„რუსეთი აუცილებლად უპასუხებს ამგვარ მტრულ ქმედებებს“ - განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა, ნიკოლაი პატრუშევმა. „მათი შედეგები, სერიოზულ უარყოფით გავლენას მოახდენს ლიეტვუის მოსახლეობას“ - აცხადებს პატრუშევი.

XS
SM
MD
LG