ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში ოპოზიციის აქცია დაშალეს


მოსკოვის ცენტრალური პარკში პოლიციამ ოპოზიციის საპროტესტო ბანაკი დაშალა და რამდენიმე ადამიანი დააკავა. რეიდი დღეს დილით განხორციელდა, რითაც ქვეყანაში პირველი „დაიკავეს“ მოძრაობის სტილის საპროტესტო აქცია დასრულდა. გუშინ აქციის დაშლის გადაწყვეტილება მოსკოვის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა. შესაბამისად პოლიციას აქციის დაშლის სანქცია გააჩნდა. სამართალდამცავებმა ქმედება დილის ხუთ საათზე განახორციელეს.

XS
SM
MD
LG