ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავალნის მხარდამჭრები მასშტაბურ აქციას გეგმავენ


იქამდე, სანამ რუსეთში დაბრუნებოდა, რუსი ოპოზიციონერები და ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები ფიქრობდნენ, რომ მას დააკავებდნენ და სწორედ ამიტომ საპროტესტო გამოსვლებს გეგმავდნენ, კრემლზე ზეწოლის გასაზრდელად, ამბობს ნავალნის მოკავშირე.

ნავალნი, პრეზიდენტ პუტინის მთავარი კრიტიკოსი, 17 იანვარს, მოსკოვში დაბრუნებისას დააკავეს. ნავალნი ხუთი თვის თავზე, მას შემდეგ, რაც მის მოწამვლას ეცადნენ, გერმანიიდან, სადაც მკურნალობას გადიოდა, რუსეთში ბრუნდებოდა. დასავლეთში ნავალნის ტანსაცმელზე აღმოჩენილი ნარჩენებით დაადგინეს, რომ ნავალნი სამხედრო ტიპის ნერვული აგენტით "ნოვიჩოკით"მოწამლეს.

44 წლის იურისტი, ახლა უკვე განაჩენს ელოდება. ის აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ საქმეები შეთხზულია და ბრალს დებს პუტინს მისი მოკვლის მცდელობაში. პუტინი საპასუხოდ ამბობს, რომ ნავალნის მოწამვლა ამერიკის მხრიდან მისი დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილია.

ნავალნის მხარდამჭერები შაბათს ფართომასშტაბიანი აქციას გეგმავენ, მისი გათავისუფლების მოთხოვნით.

ლეონიდ ვოლკოვმა, ნავალნის ახლო მოკავშირემ, გამოცემა „როიტერს“ განუცხადა, რომ ნავალნის გუნდი გეგმავს პუტინის შესახებ საგამომძიებლო ვიდეოების გამოქვეყნებას. 19 იანვარს, ნავალნიმ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც პუტინის მდიდრულ სასახლეზეა საუბარი. კრემლი ამას უარყოფს. ვიდეოს ონლაინ 53 მილიონჯერ უყურეს.

„ჩვენ ვიცით რომ კრემლს აშინებს მასობრივი დემონსტრაციები“, - ამბობს ვოლკოვი. „ჩვენ ვიცით, რომ კრემლი თუ დემონსტრაცია მასშტაბური და ძლიერი, გადაწვეტილებას ცვლის“, - თქვა მან.

კრემლთან დაახლოებული ორი წყარო ამბობს, რომ კრემლში ფიქრობენ, რომ ნავალნი საფრთხედ იქცა და მას საპატიმროში დატოვებენ, თუნდაც პროტესტს გრძელვადიანი ფორმა ქონდეს.

კრემლს „როიტერისთვის“ კომენტარის თხოვნაზე არ უპასუხია.

ვოლკოვი და სხვები ნავალნის გუნდიდან თვლიან, რომ კრემლის ნაბიჯები მის წინააღდეგ საპროტესტო ფონს შექმნის და ამბობენ, რომ ფრუსტრაცია ისედაც მაღალია, რასაც დაბალი ხელფასები, ცუდი ეკონომიკური მდგომარეობა და პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი იწვევს.

თუმცა, მთავრობამ აქციებში მონაწილეობაზე უფრო მკაცრი ჯარიმები და შეზღუდვები დააწესა.

2013 წელს, სასამართლომ ნავალნის ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა შემდგომ ის პირობითი სასჯელით შეუცვალეს, მას შემდეგ რაც კრემლთან ახლოს მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გაიმართა.

„ჩვენ ეს მაშინ მოვახერხეთ, ახლაც უნდა შევძლოთ ეს. მნიშვნელოვანია რომ არ გვეშინოდეს“, - უთხრა ვოლკოვმა მხარდამჭერებს „იუთუბის“ არხზე.

ნაციონალისტი თუ ლიბერალი: ნავალნი რუსულ პოლიტიკაში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:23:04 0:00

ლევ გუდკოვი, ლევადას კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, ამბობს რომ ნავალნის რეიტინგი 15-17 პროცენტია. ეს საკმარისად მაღალი მაჩვენებელი არაა ხელისუფლების გადასატრიალებლად, - ამბობს გუდკოვი. თუმცა განმარტავს, რომ „მას შეუძლია ხელისუფლების დისკრედიტაცია“.

კრემლი დამცინავად პასუხობს მოსაზრებას, რომ ნავალნი მისთვის საფრთხეა. ის ასევე ამბობს, რომ არ აკონტროლებს სასამართლო და სამართალდამცავ სისტემას. სამართალდამცავები კი პარალელურად აცხადებენ, რომ შაბათს დაგეგმილი პროტესტი უკანონოა და მათ ნავალნის რამდენიმე მოკავშირე, უკვე დააკავეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG